სიმულაციური სწავლება ენერგოკომპანიაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ენერგოკომპანიაში სიმულაციური სწავლება ჩაატარა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილ კომპანია შპს ,,ჯი-ფაუერში“, აირტურბინულ ელექტროსადგურზე ხანძრის ქრობის სიმულაციური სწავლება განახორციელეს.

სწავლება 2,2 ჰექტარზე ჩატარდა, სადაც კომპანიის ენერგობლოკები, გაზკომპრესორები, ქიმიური საამქროს შენობა, ავზები, გაზის მილები და სხვა კონტეინერებია განთავსებული. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, ასევე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები. სწავლების მონაწილეებმა კომპანიის მომსახურე პერსონალის ევაკუაცია, შენობიდან დაზარალებულის გამოყვანა და ქიმიური დაბინძურების დროს მორეაგირეთა შესაბამისი ღონისძიებები წარმოადგინეს.

სწავლების მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების დროს კომპანიის მომსახურე პერსონალისთვის ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სააგენტოს წარმომადგენლები სიმულაციურ წვრთნებს სხვადასხვა დაწესებულებაში მუდმივად ახორციელებენ.

Visited 244 times, 1 visit(s) today