სიღნაღის ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ. სიღნაღის ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს. ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, 13 ივლისის, დაახლოებით 21:50 საათზე, ავარიულად გაითიშა ერთ-ერთი ფიდერი, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა ქ. სიღნაღს და სოფელ ნურკიანს. ენერგო-პრო ჯორჯიას კახეთის ფილიალის ტექნიკურმა სამსახურმა, მალევე, ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება და გუშინვე, დაახლოებით 1 საათში მოხერხდა სოფელ ნუკრიანისთვის და სიღნაღის მცირე ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა აღდგენითი სამუშაოები, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, სიღნაღის სრულად ენერგომომარაგების აღდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს, ქალაქის მეტ ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მალე მთელი სიღნაღი მომარაგდება ელექტროენერგიით სტაბილურად.

Visited 86 times, 1 visit(s) today