სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ქალაქ წნორში ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანა შპს „ნამი“ გაიხსნა, სადაც ფერმერები მოსავლის ჩაბარებას შეძლებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი ადგილობრივ მევენახეებს შეხვდნენ და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოსავლის შესყიდვას კომპანია „იბერიკა სპირიტსი“ ახორციელებს.
ამ დროისთვის 915 ტონა საფერავი, ხოლო 1200 ტონა რქაწითელი მოიკრიფა. წინასწარი მონაცემებით, მოსავალმა 22 000 ტონა უნდა შეადგინოს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Visited 459 times, 1 visit(s) today