სიღნაღის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი იმყოფებოდნენ.
უხვი ნალექის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა შიდა საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები, ასევე – წყალსადენის მილი დაელექტროენერგიის ბოძები. სოფელ ილიაწმინდაში მოვარდნილმა უხვმა ნალექმა დატბორა სახლები.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთვება სალიკვიდაციო სამუშაოებში, რათა დროულად იქნას აღმოფხვრილი პრობლემა. ხევების საკითხი საჭიროებს სისტემურ მიდგომას, რაც შეეხება მიყენებულ ზიანს, მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისია დაითვლის ზარალს და სამინისტროში ვიმსჯელებთ შესაბამისი გადაწყვეტილებაზე“ – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ღვარცოფული ხევებისა და არხების მოვლა-პატრონობის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ.
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. ამ დროისთვის, სოფელ ანაგასა და ვაქირში გზების გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკა.

Visited 149 times, 1 visit(s) today