სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩაიდო. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.

“ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ”-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სიღნაღის მოსახლეობა ესწრებოდნენ.

Visited 169 times, 1 visit(s) today