სიღნაღში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ სიღნაღში ჭავჭავაძის, კვერნაძის, აბრამიშვილის, ბარათაშვილის I შესახვევის ქუჩების და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული რიყის ქვის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრანიტის ქვა დაიგება. კვერნაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე რკინა-ბეტონის, ხოლო აბრამიშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი მოეწყობა. ასევე, გორგასლის და წმ. გიორგის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლები გაკეთდება.
პროექტი, რომელიც ქალაქის ქუჩების ნაწილს მოიცავს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 234 970 ლარია.
სიღნაღის ქუჩების რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.

Visited 164 times, 1 visit(s) today