სკანერის გადმოცემის ცერემონია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინტეგრირებული საზღვრის მართვის საპილოტე პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო“ სატვირთო მანქანების შემოწმებისათვის განკუთვნილი სკანერი გადაეცა. 1,5 მილიონი დოლარის ღირებულების სკანერის შეძენა-გადმოცემის პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპების დანერგვა სამხრეთ კავკასიაში.
17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო“ სკანერის გადმოცემასთან დაკავშირებით გაიმართა ოფიციალური ცერემონია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს საბაჟო სისტემაში საზღვრის მართვის ევროპული სტანდარტის დანერგვაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის უმნიშვნელოვანესი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
ცერემონიის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და ადგილზე გაეცნენ ახალი სკანერის მუშაობის სპეციფიკას, აგრეთვე, დაათვალიერეს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადმოეცა. მათ საშუალება მიეცათ თვალყური ედევნებინათ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების მიერ საეჭვო ნივთების აღმოჩენის პროცედურისთვისაც.

Visited 151 times, 1 visit(s) today