სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ლესილიძის ქუჩაზე სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც დეკორატიული სკამები განთავსდება. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.

Visited 233 times, 1 visit(s) today