სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა შორის კონკურსი „რა შეუძლია ჩემს მარჯვე ხელებს“ მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა შორის კონკურსი „რა შეუძლია ჩემს მარჯვე ხელებს“ მოეწყო. ხელოვნების აქტივობაში 32 საბავშვო ბაღი იღებდა მონაწილეობას. 5 დან 6 წლამდე ასაკის მოზარდებმა ნამუშევრები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში მრავალფეროვანი თემატიკით წარმოადგინეს. ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოავლინა. ასეთთა შორის 10 ავტორი შეირჩა, რომლებმაც საჩუქრად წიგნები მიიღეს. სიგელები კი კონკურსში მონაწილეობისთვის, ყველა მათგანს გადაეცა. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ, მან დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

Visited 163 times, 1 visit(s) today