სკოლის დირექტორთა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან, საქმიანობის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა სამუშაო ჯგუფი, მორიგ შეხვედრაზე, კლასიკურ გიმნაზიაში შეიკრიბა. სამუშაო შეხვედრას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხომას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ ჯაში და მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც ესწრებოდნენ.

Visited 104 times, 1 visit(s) today