სოზარ სუბარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მათ ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ ერთად „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
პროგრამა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საქართველოში დაბრუნებულ რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს , რომლის მიზანია საქარველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
● სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია (დაფინანსება 1000 ლარის ფარგლებში);
● სოციალური პროექტების დაფინანსება (4000 ლარის ფარგლებში);
● საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნებისთანავე დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
● იურიდიული დახმარება ( დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში)
● სსიპ სოციალური მომსახურების საგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

Visited 157 times, 1 visit(s) today