სოზარ სუბარმა წყალტუბოში დევნილებისთვის მშენებარე ბინები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს უმასპინძლა.
მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცეგუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა წყალტუბოში ის ადგილი მოინახულეს, სადაც დევნილებისთვის ბინები შენდება.
დევნილთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი კორპუსის მშენებლობა (რომელიც უკვე დაწყებულია) მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. სამინისტროს წარმომადგენლები მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივ დევნილებსაც გაესაუბრნენ. მალევე დაიწყება დანარჩენი კორპუსების მშენებლობაც.
შეგახსნებთ, რომ წყალტუბოში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილთათვის კორპუსების მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. თამრ მეფის ქუჩაზე 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 560 დევნილი ოჯახი მიიღებს.

Visited 222 times, 1 visit(s) today