„სოლიდარობის ფონდმა“ საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელის ფარგლებში ყველა საჯარო უწყებას ეწვევა და საჯარო მოხელეებს წლის შემაჯამებელ ანგარიშის წარუდგენს. საჯარო უწყებებთან შეხვედრების პარალელურად, ფონდი შეხვდება კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც.
კამპანიის მიზანია საზოგადოებისთვის ქველმოქმედების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ შეხსენება და „სოლიდარობის ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენა.
„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, რომლის მიზანსაც 22 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისა და ახალგაზრდის დახმარება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ სოლიდარობის ფონდში ჩარიცხული თანხის 100% ბენეფიციარების მკურნალობას და დიაგნოსტიკას ხმარდება. ფინანსური რესურსების მობილიზება კი ეფუძნება ნებაყოფლობითობის პრინციპს.