სოლომონ პავლიაშვილი პროექტის – georgian forest watch ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პროექტის – georgian forest watch ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა, სადაც პროექტის ფარგლებში არსებული მიღწევები შეაჯამეს.
შეხვედრის მონაწილეები, ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციის მხარდამჭერი სისტემის (FLUIDS) მუშაობის სპეციფიკასა და პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ კვლევებს გაეცნენ, რომლებსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ.
მრჩეველთა საბჭოში შედიან გარემოს დაცვისა და სატყეო სფეროში მომუშავე ორგანიზაციების (სამთავრობო, არასამთავრობო, აკადემიური) წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ტყის, სატყეო სექტორისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგით დაინტერესებული მხარეები.

Visited 155 times, 1 visit(s) today