სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გურიას სტუმრობდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს იეღიშე სარგსიანს შეხვდნენ.
სომხეთის ელჩის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე რეგიონებს შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„სომხეთს საქართველოსთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს. ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ვიზიტი გურიის რეგიონში სწრედ ამ მიზანს უკავშირდება. მივიჩნევთ, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონებთან ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ორმხრივად მომაგებიანი იქნება. ამაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს საქართველოში სომხური დიასპორა შეასრულებს. იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა საინტერესო ურთიერთობების დასაწყისი გახდება,“- აღნიშნა იეღიშ სარგისიანმა.
გურიის გუბერნატორი: გურიის რეგიონში 30 000 – მდე სომხური წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს. გვაქვს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა. ყოველწლიურად, რეგიონის საზღვაო კურორტებზე ურეკსა და შეკვეთილში უამრავ სომეხ ტურისტს ვმასპინძლობთ. ასევე, ვმასპინძლობთ ფოლკლორულ ფესტივალებს, რომელშიც სომხური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფებიც მონაწილეობენ. მინერალური სასმელები „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ გურიაში მზადდება და ძალიან პოპულარულია რეგიონში. საჭიროა მეტი ბიზნესკონტაქტები და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ამისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ,“ – განაცხადა გია სალუქვაძემ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Visited 178 times, 1 visit(s) today