სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად დაესწრო. მიღებას სომხეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იეღიშე სარგსიანმა უმასპინძლა. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი დიასპორის და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. ზურაბ პატარაძემ შეკრებილ საზოგადოებას მთავარი ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ისტორიული თარიღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს.

“საქართველო და სომხეთი ისტორიულად კეთილი, მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. ორი ქვეყნის ხალხებსა და ხელისუფლებებს შორის მეგობრულმა ურთიერთობებმა განაპირობა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორის ჩამოყალიბება“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და სომეხ ხალხს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა მიულოცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-სომხეთს შორის, ისევე როგორც ორი ქვეყნის დამეგობრებულ რეგიონებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერება.

Visited 170 times, 1 visit(s) today