სომხეთში მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი სომხეთში დღეს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გამართავს შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

Visited 176 times, 1 visit(s) today