სოფელ აწყურში სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
სექტემბრიდან მოსწავლეები რეაბილიტირებულ შენობაში ისწავლიან. პროექტის თანახმად მოხდა ინტერიერის და ექსტერიერის მოწყობა.
შეიცვალა კარ-ფანჯარა. შენობაში არსებული დარბაზი გაფართოვდა, მოეწყო სცენა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
შეგახსენებთ, რომ აწყურის სამუსიკო სკოლაში სარემონტო სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა.
Visited 190 times, 1 visit(s) today