სოფელ აწყურში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის და შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ აწყურში (ციხის უბნის) სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის და შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის თანახმად ხდება სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა საუბნო გამანაწილებლების მოწყობა, კეთდება 300 მ3 რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი და საქლორატორო, ასევე ეწყობა რეზერვუარისგან გამომავალი გამანაწილებლებისათვის შენობა-ნაგებობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 268 405 ლარით ფინანსდება.

Visited 184 times, 1 visit(s) today