სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან რეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ადგილზე გაეცნო. სკოლის სრული განახლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ 1 125 818 ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის გადახურვა, ეზოს შემოღობვა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთება და სველი წერტილების მოწყობა.
სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს აშენდა და დღემდე მის სახელს ატარებს. სკოლის ამჟამინდელი შენობა 700 მოსწავლეზეა გათვლილი.

Visited 66 times, 1 visit(s) today