სოფელ ბობოყვათში, კონცელიძეების მიმართულებით 3 კმ-იან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და გაბიონები.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტი აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგაზებით მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარამდე არის გამოყოფილი.
მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი.
Visited 173 times, 1 visit(s) today