სოფელ ბოდბისხევში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მიმდინარე სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა დაათვალიერეს.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მასზე სულ 367 500 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,მამკო“ ასრულებს და უახლოეს მომავალში დასრულდება.
სულ მალე 80 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა აღსაზრდელებს მიიღებს.

Visited 142 times, 1 visit(s) today