სოფელ ბოხვაურში გზების მოხრეშვა დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში დაზიანებული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვა-დაგრეიდერება მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოიხრეშა და დაგრეიდერდა სოფელ ბოხვაურის რამდენიმე უბანი (ნასათიბვარი, გოგოტიშვილების უბანი და ჭალის ცენტრალური გზა). სამუშაოები შეასრულა შპს „ტექნოსერვისმა“ – ჯამური ღირებულებით – 77 546 ლარი. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა სოფლებშიც განხორციელდება.

Visited 226 times, 1 visit(s) today