სოფელ ბურმაში წყალსადენი მილის სისტემის მოწყობა მიმდინრეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბურმაში, წყალსადენი მილის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დაიქსელება სოფელი, 4,5 კმ-ის მოცულობის პოლიეთილენის მილებით და მოეწყობა სასმელი წყლის ორი- 18 და 25 ტონიანი რეზერვუარი.
ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდისა და აგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაა 93 698 ათასი ლარი. რგპ ფონდიდან გამოყოფილია 50597 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 43 101 ლარი.
პროექტის განხორციელება დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის მეორე ნახევარში.

Visited 217 times, 1 visit(s) today