სოფელ გეტაში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება ჩატარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დღეს ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა. აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს დღეებში, სოფელ გეტასთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გეტას გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სოფელი მუშევანია ჩაკეტილი. ამ ეტაპისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

Visited 93 times, 1 visit(s) today