სოფელ გვიშტიბის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელებაში ჩართულია სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ გრანტის ადმინისტრირებას ახლდენს მსოფლიო ბანკი. ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მიზანია წყალტუბოს ფარგლებში წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლების დასაშვებ დონემდე გაწემენდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საკანალიზაციო წყლებით მდინარე „წყალტუბოს“ წყლისა და სხვა ობიექტების დაბინძურების შემცირების ხარჯზე. პროექტის განხორციელება იგემება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე მოეწყობა ობიექტები, რომელიც უზრუნვენველყოფს წყლის წმენდას ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან. პროექტის საერთო ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.
დღეს, წყალტუბოს გამგეობის სააქტო დარბაზში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, შეხვედრას მ.გ.ფ -ს გარემოს დაცვის სპეციალისტი ანა რუხაძე უძღვებოდა. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე „განაკოლსანტინგის“ წარმომადგენელმა გიორგი ბჟალავამ ისაუბრა. მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა პროექტის მენეჯერი გიორგი გვაზავა. დღესვე შეხვედრა გაიმართა სოფელ გვიშტიბის მოსახლეობისთან სადაც ეს ნაგებობა უნდა განთავსდეს. საჯარო განხილვას გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებდნენ.

Visited 217 times, 1 visit(s) today