თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ დავით რობაქიძესა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ისაკაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე გაესაუბრა.
თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯება.
„გოგნელი პატარები მომავალ სასწავლო წელს ახალ შენობაში შეხვდებიან. გოგნში-მუნიციპლიტეტის ყველაზე მაღალმთიან სოფელში, წლების მანძილზე იდგა საბავშვო ბაღის შენობის პრობლემა, რომლის მოგვარებაც, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სოფელში მოსახლეობის დამაგრებას“-აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.