სოფელ გომში, საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ემ ეტაპზე ხდება იატაკების მოწყობა, პროექტით გათვალისწინებულია ავარიული კარებების შეცვლა და საკლასო ოთახების რეაბილიტაცია. საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. აღნიშნული პროექტი 67 502 ლარს ითვლის და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. სოფელ გომის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების სასწავლო პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

Visited 122 times, 1 visit(s) today