სოფელ დიდ ზანავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,მთის გემო“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში რძის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნულ კოოპერატივს სახელმწიფო 120 000 ლარის ღირებულების თანამედროვე სტანდარტების ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს. საწარმოს ფუნქციონირება კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. კოოპერატივი ,,მთის გემო“ სულ 28 წევრისგან შედგება. საწარმოს სამშენებლო სამუშაოები დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.

Visited 203 times, 1 visit(s) today