სოფელ დუისში ახალი ამბულატორია გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალი ამბულატორია გაიხსნა. ამბულატორია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ და ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა გახსნეს.
ახალგახსნილი ამბულატორია პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ამბულატორიაში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით.
დღეს, 22 სექტემბერს, დაგეგმილი იყო სახალხო დღესასწაული – „პანკისობა -2018“-ის აღნიშვნა. სოფელ დუისში, დაბალ გორაზე მოეწყო შემეცნებითი, საგანმანთლებლო ხასიათის გამოფენა, საინფორმაციო კუთხეები და გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით „პანკისობა -2018“ აღარ ჩატარდა.
სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ პანკისის ხეობის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით ყოველწლიურად აღინიშნება და ამ დღესასწაულის აღნიშვნას ტრადიციული ხასიათი აქვს.

Visited 148 times, 1 visit(s) today