სოფელ ერგის ცენტრში სამუშაობს აჭარის მთავრობის წევრები გაეცნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს ცენტრში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 73 250 ლარი იხარჯება, რომელსაც შპს „ფელიქსი“ აწარმოებს. სამუშაოების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროს რუსლან ქორიძეს და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მ/შ ნუგზარ სურმანიძეს დეტალები გააცნო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 425 297 ლარი იხარჯება. დაგეგმილია ბილიკების, ტუროტუარების, სანიაღვრე არხები მოწყობა. მოსაცდელების და გარეგანათებების გაკეთება. ასევე მოსასვენებელი სკვერების დამონტაჟება.

Visited 183 times, 1 visit(s) today