სოფელ ვაყაში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

“სოფლის მოსახლეობა თავად იყო ჩართული პრიორიტეტების შერჩევაში და ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით სწორედ წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიიჩნიეს მნიშვნელოვნად. მისასალმებელია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღსდგა. არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, რაც ჩვენს თემს კიდევ უფრო განავითარებს“-აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სოფელ ვაყაში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ჯამში 26 500 ლარს ითვლის, სამუშაოები ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება და სოფელს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდება.

Visited 116 times, 1 visit(s) today