სოფელ ზედა ბერეთისაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოეწყო

????????????????????????????????????

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბერეთისაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოეწყო, რისი საშუალებითაც სოფელ ზედა ბერეთისის გრიგალაშვილების უბნის 40-მდე მოსახლის სასმელი წყლით მომარაგება მოხდება. ადგილზე წყალშემკრები ავზის მოწყობა კეთილმოწყობის მუნიციპალურმა სამსახურმა უზრუნველყო. დასრულებული სამუშაოები დღეს ჭიათურის გამგებლის მოადგილე თემურ ჭუმბურიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ ცარციძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტებმა დაათვალიერეს.
სოფელ ზედა ბერეთისის გრიგალაშვილების უბნის მაცხოვრებლებს სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები წლები აწუხემდათ, თუმცა ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის შემდებ მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა აღარ შეექმნება.

Visited 565 times, 1 visit(s) today