სოფელ ზემო სარალში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში იაპონიის მთავრობის ,,ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის”ფარგლებში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. 🇬🇪️🇯🇵ღონისძიებას საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტადაჰარ უჰარა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ აბაზოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი სოფელ ზემო სარალში იაპონიის საელჩოსა და ,,მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. საგანმანათლებლო დაწესებულება გათვლილია 120 მოსწავლეზე. პროექტის ბიუჯეტია 82 675 დოლარი.

Visited 174 times, 1 visit(s) today