სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ თამარისში, შიდა გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიგება 6 შიდა სასოფლო გზა ჯამური სიგრძით 2 265 მეტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვესაგები ფენის მომზადება ასფალტ/ბეტონის საფარის დასაგებად. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 303 180 ლარია. რგპ ფონდიდან გამოყოფილია 163 656 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 139 524 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება;

Visited 154 times, 1 visit(s) today