სოფელ თივში ბიბლიოთეკა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყვარლის მუნიციპალიტეტის, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ თივში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე სხილაძის ინიციატოვით და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საჯარო სკოლის შენობაში ახლადგარემონტებულ სივრცეში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე დაესწრო და ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი და წიგნები გადასცა. სოფელ თივში ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას ქართული ენის შესანიშნავად მცოდნე ადგილობრივი ქალბატონი რაიხმათ ზაურბეგოვა უხელმძღვანელებს.

Visited 172 times, 1 visit(s) today