სოფელ კაკაბეთში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კაკაბეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი – სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფ. კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად, საპროექტო წინადადებები განიხილეს. საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა სოფ. კაკაბეთში სასაფლაოს მოწესრიგების საპროექტო წინადადება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელს დაუბრუნდა, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინი ჰესები და ა. შ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, თებერვლის ბოლომდე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, 232 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 120 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა.

Visited 126 times, 1 visit(s) today