სოფელ კიცხში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ გახსნეს. საქართველოში ის რიგით მე-40 ცენტრია.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კიცხის მოსახლეობის გარდა: ხიდარის, ვარძიის, წყალაფორეთის, საქარიქედის, ბორის, კიცხისიგორეთის და თეთრაწყაროს მცხოვრებნი ისარგებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრი სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

Visited 251 times, 1 visit(s) today