სოფელ კუმურდოში 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი სპონსორის დახმარებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 450 მოსწავლისთვის გათვლილი სომხურენოვანი სკოლა აშენდა.
სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით. ასევე სტანდარტული ზომის სტადიონით, სარბენი ბილიკით, საცურაო აუზით, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნებით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე, მათ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

Visited 169 times, 1 visit(s) today