სოფელ ლაჯანაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ოფიციალურად გახსნა. ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომფორტული პირობებით,რომელიც სოფელ ლაჯანასა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. დღეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. გახსნის ღონისძიებაში აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა მონაწილეობდნენ. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 389 814 ლარს შეადგენს.

Visited 100 times, 1 visit(s) today