სოფელ მამხუტში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მამხუტში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მე-2 ეტაპი. 1100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე უკვე დაიგო ბეტონის გზა. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობას ახორციელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საერთო ღირებულებით 800 000 ლარი. სოფელ მამხუტში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წელს განხორციელდა.
კომფორტული გზით 2400 ბენეფიციარი ისარგებლებს. სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

Visited 44 times, 1 visit(s) today