სოფელ მარელისში 4 კმ-იანი ასფალტის გზა დაიგება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი პირველად კეთდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ასევე, გატარდება გზის უსაფრთხოების სამუშაოები. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 1 091438,00 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

Visited 179 times, 1 visit(s) today