სოფელ მაღაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სიღნაღის მუნიცპალიტეტის სოფელ მაღაროში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ე.წ. „ციხითვიანთ“ უბნიდან „ფოხალოს“ უბნისკენ მიმავალ 648 მეტრის სიგრძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხი მოეწყობა.
აღნიშნულ გზაზე ბოლო ათწლეულების მანძილზე არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, რის გამოც ძალიან დაზიანებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ სოფლის დიდი ნაწილი უკვე ახალი გზით ისარგებლებს.
სამშენებლო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მოინახულეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ. სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება და მასზე 170 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 872 times, 1 visit(s) today