სოფელ მახაშში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა გაიხსნა. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ძველი, ამორტიზებული შენობის ნაცვლად ახალი შენობა აშენდა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა უახლესი ინვენტარით, შემოიღობა და კეთილმოეწყო ეზო. ახალ სკოლაში სწავლას სოფლის მკვიდრი 15 მოსწავლე განაგრძობს.

“უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ძალზედ მოხარული ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ, სოფელ მახაშში სასწავლო პროცესი კომფორტულ, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ შენობაში განახლდება.
დღეს, ჩვენს ქვეყანაში, მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი განათლების სისტემის შესაქმნელად, არაერთი რეფორმა მიმდინარეობს, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასკოლო – საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და კეთილმოწყობა. განათლების სფეროს ფართომასშტაბიანი ინვესტირებით, სახწლმწიფო ცდილობს შექმნას გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს თანაბარი განვითარების საშუალება ექნება. გისურვებთ წარმატებებს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ გახსნის ცერემონიალზე.

სკოლის გახსნა საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ცერემონიალს მხარის გუბერნატორთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მაქარაშვილი და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 141 times, 1 visit(s) today