სოფელ მელექედურში, გაზიფიცირების მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, გაზიფიცირების მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და პირველი მოადგილე აკაკი შენგელია შეხვდა. ადგილობრივებმა სოფელ მელექედურის გაზიფიცირების დაჩქარება მოითხოვეს.

“ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არ გაქვთ და არც შემდეგში გექნებათ. მაისის თვეში დაიწყება პროექტირება და წინასწარ გაწერილი სამწლიანი გეგმის შესაბამისად გაგრძელდება სხვა სოფლების დაპროექტებაც. გარდა ამისა, მელექედურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სწორედ თქვენს მიერ შერჩეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელება“- მიმართა ზურაბ ნასარაიამ ადგილობრივებს.

Visited 83 times, 1 visit(s) today