სოფელ მეღვრეკისში ახალი საბავშო ბაღი შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რაზეც ჯამში, 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სააღმზრდელო დაწესებულება 75 ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივების გარდა, ერგნეთის აღსაზრდელებსაც მოემსახურება. სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო, მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეღვრეკისის გარდა, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, შენდება მეჯვრისხევის საბავშო ბაღი, ხოლო გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მეშენბლობა უკვე დასრულებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

Visited 48 times, 1 visit(s) today