სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროცესი ადგილზე მოინახულეს. მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში, გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული სამუშაო „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 625 000 ლარია. სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. მოსახლეობის მოთხოვნით ბეტონის დაგების სამუშაოები წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.

Visited 65 times, 1 visit(s) today