სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დაწყებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 3 კილომეტრ ნახევრიანი ასფალტის საფარის დაგება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ეცნობოდნენ.
მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ორწლიანია და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუუმჯობესდებათ.

Visited 91 times, 1 visit(s) today