სოფელ მჭადიჯვარში ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფ. მჭადიჯვარში დასრულდა სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, გაკეთდა 32 საუბნო ონკანი, რომლითაც 450-მდე ოჯახი სასმელი წყლით მთელი დღის განმავლობაში იქნება უზრუნვეყოფილი. აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, ადგილობრივი მოსახლეობა დასრულებული სამუშაოებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მათ დანაპირები შეუსრულა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა და მერის წარმომადგენელმა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჯარიაშვილმა. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა კომპანია: შ.პ.ს „თერგი“.

Visited 227 times, 1 visit(s) today