სოფელ ნაბახტევში, ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის, ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნაბახტევში, ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დღეს, 17 ივლისს, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები.
მათი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 16 227 ლარს შეადგენს და სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

Visited 79 times, 1 visit(s) today